მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პატარებს პირველი ივნისი მიულოცა
მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. ბავშვებს გლდანის პარკმა უმასპინძლა. ადგილზე სხვადასხვა გასართობი აქტივობები მოეწყო. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი საჭიროებების უზრუნველყოფა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.