მიხეილ სარჯველაძე ჰანს კლუგეს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე ჰანს კლუგეს შეხვდა, რომელიც შესაძლოა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გახდეს.
კლუგე წლების განმავლობაში ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ამჟამად კი ბელგიის მიერ ჯანმო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზეა წარდგენილი. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მან მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და სამოქმედო ხედვა გააცნო. მანამდე, კოპენჰაგენში ყოფნისას, ჯანმო-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის პარალელურად, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრები გამართა ჯანმო-ს გენერალური დირექტორობის სხვა კანდიდატებთანაც. ამ ეტაპზე ჯანმო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე შვიდი კანდიდატია წარდგენილი. ორგანიზაციას ახალი ხელმძღვანელი 2027 წლის მაისში ეყოლება.