მიხეილ სააკაშვილმა კიევის სასამართლოში უკრაინის პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ყალბი უწოდა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის სასამართლოში უკრაინის პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ყალბი უწოდა. მან განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობა და პროკურატურა ვლადიმერ პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოქმედებენ, რისი საბოლოო მიზანიც, მისი საქართველოსთვის გადმოცემაა.

გამოძიების თანახმად, სააკაშვილის გუნდს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან, ვიქტორ იანუკოვიჩთან დაახლოებული ოლიგარქი სერგეი კურჩენკო აფინანსებს. ექსპერტიზამ სააკაშვილისა და კურჩენკოს სატელეფონო საუბრის ავთენტურობა დაადასტურა, თუმცა მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ მტკიცებულებას რუსეთის სპეცსამსახურისგან დაკვეთილ კომედიად აფასებს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალად ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობა ედება.