მიხეილ სააკაშვილის წერილი - გამოხმაურება

კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში: „უმჯობესი იქნება ჩემი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა“. მისივე თქმით, საკუთარ თავს მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში არ ხედავს, თუმცა ამბობს რომ, მისი მძევლად აყვანით, ბიძინა ივანიშვილი კოალიციური მთავრობის შექმნას აფერხებს. „ახლა, ნებისმიერ პაუზას, ივანიშვილი გააფორმებს უკან დახევად და დამარცხებად, რაც ფიზიკურად მომაკვდინებელია ჩემთვის და ისტორიულად მომაკვდინებელია ჩვენი სამშობლოსთვის. ამიტომ, არც ერთი ნაბიჯი უკან“ – წერია მიმართვაში. განცხადებებს პოლიტიკური სპექტრი ეხმაურება.