მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო და საზღვრის კვეთის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა. პროცესი ხანმოკლე იყო და მას არც მიხეილ სააკაშვილი დასწრებია. იმსჯელეს რამდენიმე შუამდგომლობაზე. პროკურატურამ მოითხოვა საქმისთვის თან დაერთოთ მიხეილ სააკაშვილის სამ მობილურ ტელეფონზე ჩატარებული ექსპერტიზა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

გარდა ამისა, დაცვის მხარემ ცენტრ „ემპათიას“ დასკვნის საქმეში ჩართვა მოითხოვა, რაც ასევე დააკმაყოფილა სასამართლომ. ყოფილი პრეზიდენტისთვის სატელეფონო ზარების აღდგენის შუამდგომლობა კი არ დააკმაყოფილა. საზღვრის კვეთის საქმეზე მომდევნო სხდომა 2022 წლის 13 იანვარს დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი მას შემდეგ წარედგინა, რაც ის საქართველოში დაბრუნდა და მისი დაკავება მოხდა.