მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს. პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხება, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ მიუხედავად სისუსტისა, ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება შეიძლება, შესაბამისად, მას აქვს საშუალება, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდეს. ბაჩო დოლიძე სასამართლოსთან მშვიდობიან აქციასაც აანონსებს. აღნიშნულ საკითხზე საუბრობენ მმართველ გუნდშიც. რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის პოზიციას, მსჯავრდებულის გადაყვანაზე სასამართლო დარბაზში, ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

დატოვე კომენტარი