მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

კიდევ ერთხელ გადაიდო მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი.

საუბარია საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები სასამართლო დარბაზში ბრალდებულის არ მისვლის მიზეზად მის გაუარესებულ ჯანმრთელობას ასახელებენ და სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნას სთხოვენ. ამ გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლე დღეს სამედიცინო ექსპერტთან საუბარს დათანხმდა. მანამდე კი რეზონანსულ საქმეზე განხილვების გაგრძელება ვერ ხერხდება. სააკაშვილი, რომელიც ყველა პროცესს პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, მის გარეშე მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარს ამბობს.

დღევანდელმა პროცესმა ხმაურის ფონზე ჩაიარა.