9 მილიონი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა მომდევნო სხდომაზე დასწრება მოითხოვა. ამის შესახებ მან პროცესზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა. „ვივამედში“ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ესაა პირველი შემთხვევა. მან სურვილი გამოთქვა დაესწროს თემურ ჯანაშიას დაკითხვას და მიმართა სასამართლოს, ორგანიზება გაუკეთონ მის სხდომაზე მიყვანას.
ჯანაშიას დღეს დაკითხვის მოთხოვნა სააკაშვილის ადვოკატმა გააპროტესტა. მოსამართლეს მომდევნო სხდომის თარიღი არ დაუკონკრეტებია. სააკაშვილმა პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა და მხარდამჭერებს წინასაარჩევნოდ მობილიზებისკენ მოუწოდა.