მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი გაიმართა. სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართა.

ბელა ზაქაიძე აშუქებს პროცესს, დეტალებით ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება.