მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე დაიკითხება. როგორც პენიტენციური სამსახურის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, დღეს მათი მოწმეების დაკითხვა იწყება. სულ სამი მოწმე ეყოლებათ დღეს დასაკითხი. მისივე თქმით, შეთანხმებულები არიან მეორე მხარესთან, რომ დარჩენილ 9 მოწმეს ხაჭაპურიძე ჩახსნის დასაკითხ პირთა სიიდან. პენიტენციურს სულ 10 მოწმე ჰყავს დასაკითხი.