თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 13:00 საათზე უნდა დაიწყოს – მოსამართლე გიორგი არევაძე დღეს ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებს. ამ მოთხოვნით სასამართლოს სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს და მოტივად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელეს. პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან აქციაცაა დაგეგმილი.
თეონა ხუბულავა იმყოფება საქალაქო სასამართლოსთან – რა ვითარებაა ადგილზე.