მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი სასამართლო – სხდომა ამჯერად საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებაზე მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პენიტენციურ დაწესებულებას სააკაშვილთან სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად დაევალა, დაუშვას „ემპათიას“ ექსპერტები. პროცესის დაწყებამდე სააკაშვილის წერილი წარადგინეს ინტერესების დამცველებმა, რომლის მიხედვითაც, ის თანახმაა პროცესები მის გარეშე წარიმართოს. აღნიშნულ საქმეზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპი ამოწურულია და პროცესი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა.