მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი სასამართლო. საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სხდომა ისევ გადაიდო. მიზეზად სააკაშვილის ორი განსხვავებული წერილი გახდა. პენიტენციური სამსახურის წარდგენილ დოკუმენტში, მიხელ სააკაშვილი უარს აცხადებს მის გარეშე პროცესების ჩატარებაზე. ადვოკატებმა კი წარმოადგინეს წერილი, სადაც ის ამბობს, რომ განიხილონ შუამდგომლობები. სწორედ ამ ურთიერთსაპირისპირო წერილების მიზეზით, მოსამართლემ სხდომა 15 ივნისამდე გადადო. გადაწყვეტილებას ადვოკატების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

პარალელურად, სასამართლოს ტერიტორიაზე შეკრებილები იყვნენ ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები.