მიხეილ სააკაშვილის საქმე - გამოხმაურებები

სასამართლო პროცესების გონივრულ ვადაში დასრულების იმედი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. დღევანდელი სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას კვლავ გეგმავენ ოპოზიციური პარტიის წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. შეწყალების შესახებ მოწოდებები ისევ ისმის მოქმედი პრეზიდენტის მისამართითაც. მმართველ გუნდში კი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მიზეზს ვერ ხედავენ.