ადვოკატების ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება. ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ აუცილებელია, პირად ექიმს ჰქონდეს მისი მონახულების შესაძლებლობა. დიმიტრი საძაგლიშვილის ცნობით, ექიმს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლასთან დაკავშირებით, ჯერ პასუხი არ მიუღია. ადვოკატებმა სააკაშვილის მიმართვაც გააცნო მედიას, სადაც ის მოქალაქეებს ხვალინდელ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.