მიხეილ სააკაშვილის საქმე

კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 3 იანვრისთვის გადაიდო. სააპელაციო სასამართლოს დღეს გენერალური პროკურატურის საჩივარი უნდა განეხილა. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, სხდომა ტექნიკური მიზეზებით გადაიდო. გენერალურმა პროკურატურამ გაასაჩივრა კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. კიევის სააპელაციო სასამართლოს შენობაში მიხეილ სააკაშვილმა კვლავ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე გაყალბებულია. მან ასევე უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ნიდერლანდების ვიზის მიღების შესახებ. მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში, მას უკრაინის დატოვება ისედაც ნებისმიერ დროს შეუძლია.