მიხეილ სააკაშვილის საქმე

პოლონელ მედიკოსთა ჯგუფი მზად არის გაემგზავროს საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის პრეს-სპიკერმა განაცხადა. „ახლა ჩვენ ველოდებით ქართული მხარის თანხმობას. როგორც ვიცით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული სიტუაცია სერიოზულ ეჭვებს იწვევს საერთაშორისო საზოგადოებაში და სწორედ ამიტომ, ჩვენ მზად ვართ ამგვარად გავაქარწყლოთ ეჭვები“, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა. ამასთან, დღეს ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ.