მიხეილ სააკაშვილის საქმე

კიევის სააპელაციო სასამრთლოში მიხეილ სააკაშვილთან ერთად სახემწოფო გადატრიალებაში ბრალდბულის სევერიან დონგაძის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლემ სხდომა 28 დეკემბრისთვის გადადო. დონგაძესა და სააკაშვილს პროკურატურა საერთო ბრალდებას უყენებს, თუმცა სააკაშვილი წინასწარი პატიმრობიდან უპირობოდ გაათავისუფლა, დონგაძე კი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება. თანაგუნდელის პროცესზე დასასწრებად სასამართლოში დღეს ოდესის ყოფილი გუბერნატორიც იყო მისული. მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებს უკანონო მიყურადებაში და საქმის ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს. თავს უდანაშაულოდ აცხადებს ბრალდებული სევერიონ დონგაძეც. „მოამბისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი მისი რამდენიმე სატელეფონო საუბრუდან ამოჭრილი ფრაგმენტებით არის დამონტაჟებული.