მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმე

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებული ოთხი პირი – გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ასევე ზურაბ და შალვა წოწორიები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა და ბრალდებულებმა დარბაზიც უკვე დატოვეს. იმის  გათვალისწინებით, რომ ოთხივე პირმა დანაშაული აღიარა, პროკურატურის მტკიცებულებები კი უდავოდ ცნეს, დაცვის მხარე სწორედ ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდა.