მიხეილ სააკაშვილის რეზონანსული განცხადება – გამოხმაურება

12:19, 26.11.2026

მიხეილ სააკაშვილის რეზონანსულ განცხადებაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ კომენტარი აღარ გაუკეთებიათ. თუმცა მანამდე ექსპრეზიდენტისა და ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის წერილზე, მისი გუნდის წევრებს განმარტებების გაკეთება მოუწიათ. „თავისუფალი ხალხის“ პარტიაში, სააკაშვილის სტატუსის შინაარსი არ უკვირთ, „ხალხის ძალაში” კი – ყოფილ პრეზიდენტს, პუტინის ინტერესების გამტარებელს უწოდებენ.

ექსპრეზიდენტის განცხადებას „აღიარებად“ მიიჩნევენ მმართველ გუნდში და მას „ორმაგ აგენტად“ მოიხსენიებენ. შეგახსენებთ, სააკაშვილმა გამოქვეყნებულ წერილში დეტალურად გაიხსენა 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენები, სადაც ის ამბობს, რომ ამერიკელები ვარდების რევოლუციას ბოლომდე ეწინააღმდეგებოდნენ, ხოლო პირველმა რევოლუცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოში გაზრდილმა იგორ ივანოვმა აკურთხა,“. აღნიშნული პოსტი ექსპრეზიდენტმა წაშალა, თუმცა მოგვიანებით ახალი წინასიტყვაობით კვლავ აღადგინა.

,,ამ პოსტზე, ქოც-პროპაგანდისტებმა ატეხეს – აი რუსებმა დასვეს მიშაო. სინამდვილეში კი – ეს პოსტი იმაზეა, რომ ვარდების რევოლუცია თავიდან ბოლომდე ქართული მოვლენა იყო და აღმოჩნდა სიურპრიზი, როგორც რუსებისთვის, რომელთა საგარეო მინისტრი უბრალოდ გზააბნეული ლოთის ამპლუაში მოგვევლინა, ასევე ამერიკელებისთვის და ჩვენ თვითონ ვართ ძალიან მაგრები,“ – წერს მსჯავრდებული სააკაშვილი.

მსგავსი