მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რამდენიმე ექიმი და არასამთავრობო ორგანიზაცია სალომე ზურაბიშვილისგან განცხადების გაკეთებას ითხოვს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დღეს წერილი გადასცეს. მიზანი არა შეწყალების მექანიზმის გამოყენება, არამედ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესება და რეაგირებაა. განცხადებით მიმართეს ევროკავშირის ელჩსაც.

სააკაშვილის ოჯახის, თანაგუნდელების და ექიმების ნაწილის მთავარი მოთხოვნა საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა იმ არგუმენტით, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და საკვებსაც ვეღარ იღებს. ჯანმთელობის დამძიმება თუ მისი ხელოვნურად დაზიანება – პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა ურთიერთგამომრიცხავი შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი პარტიის ექიმმა დეპუტატებმა დღეს მიხეილ სააკაშვილს უარით უპასუხეს.