მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია რუსთავის ციხესთან

18:22, 20.02.2022

მორიგი აქცია ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი თანამოაზრეები რუსთავის ციხისკენ თბილისიდან გაემგზავრნენ. ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბნენ, საიდანაც ავტოკოლონა სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებისკენ დაიძრა. შეკრებილები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება სჭირდება, თუმცა პენიტენციური სამსახური მასთან პირად ექიმს არ უშვებს და ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.

მსგავსი