მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მემორანდუმი

დედაქალაქის მასშტაბით, ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე არიან შეკრებილები ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები. აქცია-პერფორმანსის მონაწილეები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკური დევნილია და მის გათავისუფლებამდე პროტესტი არ შეწყდება. ერთობლივი მოქმედებების შესახებ, რამდენიმე ორგანიზაციას შორის მემორანდუმიც გაფორმდა.