მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია

სამკურნალოდ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადასაყვანად საპროტესტო აქციები დაიწყო.

გამოსვლების ორგანიზატორი ოჯახია. პირველი აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარეობს და მას როგორც ექს-პრეზიდენტის პარტიის, ასევე სხვა პოლიტიკური ძალებიც უერთდებიან. ადგილზე შეკრებილები ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თუ სხვა გარემოში მკურნალობა სასწრაფოდ არ დაიწყება, შესაძლოა მძიმე შედეგი დადგეს. მთავარ არგუმენტად სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა სახელდება.