მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილი დღეს კლინიკა „ვივამედში“ გიული ალასანიამ მოინახულა. ყოფილი პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება, რადგან მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. გიული ალასანია განმარტავს, რომ მისი შვილი დამხმარე საშუალებებითაც ვეღარ გადაადგილდება.