მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ჯანდაცვის საკითხებში სალომე ზურაბიშვილის მრჩეველს, ექიმების ჯგუფი შეხვდა. მათი შეფასებით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება და აუცილებელია სამკურნალოდ მისი გადაყვანა საზღვარგარეთ. პარალელურად, ექიმი დეპუტატების მიმართ მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ეხმაურება ადრესატების ნაწილი.