მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. დილიდან მის მოსანახულებლად ადვოკატი იმყოფება.
დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესებს, დიმიტრი საძაგლიშვილს არ დაუკონკრეტებია. ცენტრ „ემპათიას“ კონსილიუმის ექიმი ოთარ თოიძე, მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პროცესებზე დასწრებას არ ურჩევს.