მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს. რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტი მისმა ადვოკატმა მოინახულა. ინტერესების დამცველის განმარტებით, ყველა მსჯავრდებულს აქვს უფლება, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მოითხოვოს. ექსპრეზიდენტთან დღესვე უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო იმყოფებოდა.