მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, მისი მონახულების შემდეგ განაცხადა. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ვითარება უფრო და უფრო რთულდება, თუმცა, ციხეში მკურნალობის გაგრძელება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

სააკაშვილის პირადმა ექიმმა ასევე იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა. მისი თქმით, არ უნახავს, რომ სააკაშვილი ფაფებს იღებდეს და არც კუჭის რეზექციის ოპერაციაზე აქვს ინფორმაცია.