მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ - პოლიტიკური შეფასებები

მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ დილიდან გამოხმაურებების თემაა. კომენტარები კეთდება როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის მხრიდან. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსეთთან კავშირები მათთვის ახალი არ არის. ოპოზიციის ნაწილს კი მიაჩნია, რომ ყოფილი პრეზიდენტის მწვავე განცხადებებმა გარკვეული დაბნეულობა და უხერხულობა შექმნა.

კესო ქაფიანიძეა პოლიტიკოსების განცხადებებით პირდაპირ ეთერში – როგორია მხარეთა პოზიციები?