მიხეილ სააკაშვილის განცხადება – პოლიტიკური შეფასებები

21:05, 10.10.2026

მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ წარმოსახვაში ისევ სცენაზეა. იმ სცენაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოში იდგა და გამარჯვებას ზეიმობდა. თუმცა, ამჯერად ტრიბუნა სოციალურმა ქსელმა შეცვალა, მაგრამ არ შეცვლილა მისი პათოსი და ისევ ირწმუნება, რომ 2008 წელს რუსეთი კატასტროფულად დამარცხდა და რომ ამ სიმართლეს საზოგადოებას წლებია უმალავენ.

საერთაშორისო სამართლით დადგენილი რეალობა კი აგვისტოს ომის მძიმე შედეგია და სააკაშვილის აღქმებს ტრიუმფალურ გამარჯვებასთან დაკავშირებით არ ემთხვევა – ასობით დაღუპული, ათიათასობით დევნილი საკუთარ სამშობლოში და ოკუპირებული ტერიტორიები. მსჯავრდებულს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ასეთი დანაკარგის გამარჯვებად წარმოჩენა რეალობის დამახინჯება და პოლიტიკური სიყალბეა.

 

მსგავსი