მიხეილ სააკაშვილის განცხადება - გამოხმაურება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს ზამთრის ოლიმპიური ნაკრების შესახებ განცხადება გააკეთა და მხარდამჭერებს მოუწოდა გაემიჯნონ ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობას. „სამარცხვინოა ფიგურულ სრიალში საქართველოს შემადგენლობა, მოვუწოდებ მსოფლიოს, არ აღიქვას ეს ნაკრები საქართველოს წარმომადგენლად, მოვუწოდებ ქართველებს, მათ გაემიჯნონ” – წერს სააკაშვილი. ასევე, მისივე თქმით, ოლიმპიადაზე წარდგენილი მონაწილეებიდან რვიდან ექვსი სპორტსმენი რუსეთის მკვიდრია, რუსეთის სპორტის ნაწილია ან მჭიდროდ არის დაკავშირებული ოკუპანტ ქვეყანასთან. როგორც სააკაშვილი წერს, გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დროშა ეთერ თუთბერიძის ქალიშვილს გამოატანინეს, რომელიც, როგორც ის აღნიშნავს, პუტინის მხურვალე მომხრეა და ამართლებს უკრაინის წინააღმდეგ ომს და საქართველოს ოკუპაციას.