საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და ექსტრადირებასთან დაკავშირებით, უკრაინელ კოლეგასა და ამავე ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ასევე პრეზიდენტთან არანაირი საუბარი არ ყოფილა.
ზალკალიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბარი სამართლებრივად ნონსენსია. მისი თქმით, უკრაინის ომბუდსმენს საქართველოს ელჩი შეხვდა და მას განუმარტა, რომ სააკაშვილს აქვს ყველა პირობა პენიტენციურ სისტემაში, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა.