მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

როგორ აპირებს ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ქართული პენიტენციური სისტემიდან გაყვანას. მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი რუსთავისა ციხეში ადვოკატებმა მოინახულეს, ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ გორის ჰოსპიტლიდან გადაყვანისას სააკაშვილის მიმართ ძალადობა არ განხორციელებულა, თუმცა მთავარი ამოცანა ახლა მისი საპყრობილიდან გაყვანაა. თითქმის 40-დღიანი მკურნალობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გუშინ, 29 დეკემბერს ღამით გადაიყვანეს.