მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი უკვე რუსთავის ციხეშია. მასთან შეხვედრაზე ამ წუთებში ნიკა გვარამია იმყოფება. ყოფილი პრეზიდენტი 40-დღიანი მკურნალობის შემდეგ, გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გვიან ღამით გადაიყვანეს. პირველი არხის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ შედის პენიტენციური სამსახურის მანქანა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. მანამდე კი, დაახლოებით ღამის ორის ნახევარზე, გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვეს პენიტენციური სამსახურის მანქანებმა, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს მოხდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. ჰოსპიტლის პერიმეტრზე მოხსნეს საპოლიციო მანქანები, ტერიტორია დატოვეს თავდაცვის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მანქანებმაც, რომლებიც კლინიკის შიდა ტერიტორიას აკონტროლებდნენ.