მიხეილ ჯანელიძემ რუმინეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

ვიცე-პრემიერმა რუმინეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.  მიხეილ ჯანელიძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მეგობრობას.

როგორც ქვეყნის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რუმინეთი და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის საიუბილეო თარიღს აქტიური და წარმატებული თანამშრომლობით ხვდება.

მიხელ ჯანელიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რუმინეთს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში აქტიური მხარდაჭერისთვის. მინისტრმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზეც ისაუბრა.