მიხეილ ჯანელიძე - ნატო–ში კომპრომისის საფუძველზე გაწევრიანების შესახებ დისკუსია არ მიმდინარეობს

ნატო–ში კომპრომისის საფუძველზე გაწევრიანების შესახებ დისკუსია არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

წამყვანის შეკითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა შიდა საუბრებში მსჯელობა საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების საკითხზე, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის შემდგომი მოგვარების იმედით, ქვეყნის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ქართულ დიპლომატიურ წრეებში არ განიხილება.

ჯანელიძის თქმით, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად საჭიროა, ქვეყანამ პრაქტიკული ინსტრუმენტები მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოს და, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, საქართველოს აქვს ყველა ის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც ქვეყანა ნატო–ს წევრობამდე მიჰყავს.