მიხაილო პოდოლიაკის განცხადება

მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა რადიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა საქართველოში თავად ჩამოვიდეს და ექსპრეზიდენტი წაიყვანოს. როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, თუ საქართველოს მთავრობა სააკაშვილს სამკურნალოდ უკრაინას არ გადასცემს, მაშინ ის რომელიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში უნდა გაუშვან.