მიხაილ როთის ვიზიტი – გამოხმაურება
მიხაილ როთი მომავალ კვირას თბილისში ვიზიტს აანონსებს. ის სოციალურ ქსელში თბილისს ევროპის დედაქალაქს უწოდებს და წერს, რომ მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე შეხვდება.
კიდევ ვის ნახავს და რაზე ისაუბრებს გერმანიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჯერჯერობით უცნობია. დაგეგმილ ვიზიტს პოლიტიკოსები ეხმაურებიან.