მიგრანტები ამერიკის საზღვართან

ათასობით მიგრანტი მექსიკაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარს მიადგა.

ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლას ცდილობენ. საოცნებო ქვეყნის საზღვრამდე მისასვლელად მიგრანტთა ნაწილმა ათასობით კილომეტრი ფეხით გაიარა. საუბარია ოჯახებზე, რომლებიც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში შექმნილმა რთულმა ეკონომიკურმა და კრიმინოგენურმა სიტუაციამ აიძულა სახლები მიეტოვებინათ. თუმცა მიზნის მისაღწევად მათ არაერთი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, მექსიკის საზღვართან სამხედროები არიან მობილიზებულები.