მიღება თურქეთის საელჩოში
საზეიმო მიღება თურქეთის საელჩოში. ქვეყანა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 103-წლისთავს აღნიშნავს. ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლის დროს თურქეთის ელჩმა ბევრი ისაუბრა მეზობელი ქვეყნების მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობასა და მჭიდრო ისტორიულ ურთიერთობებზე. ელჩმა მთლიანად რეგიონისთვის საქართველოს უსაფრთხოების და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება ორმხრივი კავშირების ყველა მიმართულებით განვითარებისთვის. აქცენტი გაკეთდა სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და თურქული ინვესტიციების ზრდაზე. გამოსვლაში ხაზი გაესვა რეგიონულ სამშვიდობო პროცესში თურქეთის ჩართულობას და დიპლომატიურ ძალისხმევას.