მიღება პრეზიდენტის სახელით

1989 წლის 9 აპრილს დაღუპულები და დაზარალებულები გაიხსენეს დღეს ავლაბრის სასახლეში.

პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას 30 წლის წინ დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრები და ის ადამიანები ესწრებოდნენ, რომლებმაც ტრაგედიიდან ორი წლისთავზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოაწერეს. თუმცა ღონისძიებას ბოლომდე არ დასწრებია 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამა, რომელმაც მიღება პროტესტის ნიშნად დატოვა.

ისტორიული მოვლენებისადმი მიძღვნილი დღევანდელი ღონისძიება პირველია, რომელიც ყოფილ საპრეზიდენტო სასახლეში შენობისთვის ახალი სტატუსის მინიჭების შემდეგ ჩატარდა. პრეზიდენტის, პარლამენტის და მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ავლაბრის სასახლეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ჰქვია, ზუსტ კონცეფციაზე კი საკანონმდებლო ორგანო ჯერ ისევ მუშაობს.

გადაწყვეტილებას ოპოზიციის კითხვები და პროტესტი მოჰყვა.

ანა ბროლაძე დეტალებით.