მღვიმური დათვი
არქეოლოგიური გათხრების შედეგად მუზეუმში ხვდება მრავალფეროვანი მასალა, მათ შორის არტეფაქტები და ცხოველთა ნაშთები. ამ მასალებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მღვიმური დათვი, რომელიც დღეს გადაშენებულია. მისი ნაშთები აღმოჩენილია სხვადასხვა მღვიმეებში და ასახავს ასობით ათასი წლის წინ არსებულ ცხოველთა სამყაროს. ყველაზე ძველი ნაშთები დაახლოებით 100 000 წლის წინანდელია, ყველაზე ახალგაზრდა 20 000 – 25 000 წლის წინ.