მეწყერი ქუთაისში

მეწყერი ჩამოწვა ქუთაისში, მწვანე ყვავილას უბანში.

„რიონჰესის“ დასახლებაში რამდენიმე ხე წაიქცა და საავტომობილო გზა ჩახერგა. დაზიანდა ელექტროენერგიის სადენები და ბუნებრივი აირის მილები, რის გამოც, მოსახლეობას გაზისა და დენის მიწოდება დროებით შეეზღუდა.

სტიქიის ზონაში ღამე სპეციალური ტექნიკა მუშაობდა და გზის გაწმენდას ცდილობდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ „სოკარ ჯორჯია გაზის“ ჯგუფებიც, რომლებმაც ბუნებრივი აირის დაზიანებული მილები აღადგინეს.

დასახლებაში მივიდნენ ქუთაისის მერი და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები.