მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოება

საქართველოს პრეზიდენტი სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ასეთ ინიციატივებს შეუძლია, რეგიონებს ახალი სიცოცხლე შესძინოს. ღონისძიებაზე სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები ოთხი რეგიონიდან – ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან და შიდა ქართლიდან შეირჩა.