მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა. გადაადგილება საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო შეფერხებული. მატარებელი ვაგზლის მოედანზე გაჩერდა და მგზავრების გადაყვანა ვერ ხერხდებოდა. ასევე მოქალაქეებს არ უშვებდნენ მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“. შეფერხება სადგურ დელისთან ხანძარმა გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, „დელისის“ მეტროსადგურის ხის შპალი დაიწვა. ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.