პოლიციამ მესტიაში მომხდარ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 5 იანვარს, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, ერთ-ერთ მათგანს, მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ. საგამოძიებო მოქმედებები 2 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ნაკრაში იპოვეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.