მეშახტის დღე
ტყიბულში მეშახტის დღე და ტყიბულქალაქობა აღინიშნა. ღონისძიებები ქუჩის თეატრის მსვლელობითა და წარმოდგენით დაიწყო. გაიმართა საბავშვო, გასართობი და სპორტული აქტივობები. მოეწყო ფოტო ზონები და გასტრონომიული კუთხეები. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მეშახტეების მემორიალი კი ყვავილებით შეამკეს. „საქნახშირმა“ წარმატებული მეშახტეები საპატიო მედლებითა და ორდენებით დააჯილდოვა. ჯილდოები და მადლობის სიგელები გადაეცა პარტნიორ კომპანიებსაც.