მეშახტემ, ხვიჩა გაბუნიამ ბრიფინგი გამართა

15:28, 12.12.2018

ტყიბულში, მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებში დასაქმებულები ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების დროულად აღდგენას ითხოვენ.

ერთ-ერთმა მეშახტემ, ხვიჩა გაბუნიამ ქუთაისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ამ დრომდე გაურკვეველია, რა ბედი ელის შახტებს. გაბუნია ეჭვობს, რომ შესაძლოა, შახტები დაიხუროს. შესაბამისად, მიმართავს მთავრობას, რომ აღდგეს მუშაობა და ეტაპობრივად გაუმჯობესდეს უსაფრთხოების პირობები.

მეშახტეები სახელმწიფოს ვადას პირველ იანვრამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

მსგავსი