მესამე ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე 

15:29, 06.08.2026

ქუთაისში მესამე ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე აღნიშნეს. ბრიგადის დაარსებიდან 34 წელი გავიდა. ქვედანაყოფის ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობას იუბილე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მიულოცა, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, მესამე ქვეით ბრიგადაში სამხედრო ფიცი დადეს 8 თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა.

ბრიგადის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები ფასიანი საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. გაიმართა სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენაც. ღონისძიებას მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებისა და წვევამდელების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

მსგავსი